1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა/ სკოლისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა/კოლეჯისა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

2. (ამოღებულია - 01.04.2025, №402).

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ:

ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) გადადგა თანამდებობიდან;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

31. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი თანამდებობიდან თავისუფლდება:

ა) მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის  კანონი
№4380
- ვებგვერდი,11.11.
2015
წ.

საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№153
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7135 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №525 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2523 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №147 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №327 - ვებგვერდი, 20.02.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №317 - ვებგვერდი, 21.02.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №402 – ვებგვერდი, 03.04.2025