განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-18/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება
№01-18/ნ

2013 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის  74-ე მუხლისა და  ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს  განსაკუთრებით საშიში პათოგენების თანდართული  ნუსხა.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
დანართი

განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხა

მუხლი 1. პათოგენები🔗

ბოტულინის ნეიროტოქსინის მაპროდუცირებელი  Clostridium – ის სახეობები –   Botulinum neurotoxin produsing species of Clostridium.

ბრუცელოზის გამომწვევები:

ა) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბრუცელოზის გამომწვევი - Brucella abortus;

ბ) ღორის ბრუცელოზის გამომწვევი - Brucella suis ;

გ) წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ბრუცელოზის გამომწვევი - Brucella melitensis.

ებოლას ვირუსი  – Ebola virus.

თურქულის ვირუსი - Foot and mouth disease virus.

თხის ყვავილის ვირუსი  - Goat pox virus.

კიასანურის ტყის დაავადების - Kyasanur forest disease.

ლასას ცხელების ვირუსი – Lassa Fever Virus.

ლუჰო ვირუსი - Lujo virus.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი - Monkeypox virus.

მარბურგის ვირუსი – Marburg virus.

მელიოიდოზის გამომწვევი - Burkholderia pseudomallei (ყოფილი Pseudomonas    pseudomallei) .

მიკოპლაზმა კაპრიკოლუმ – Mycoplasma capricolum.

მიკოპლაზმა მიკოიდეს  – Mycoplasma mycoides.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვანძოვანი დერმატიტის ვირუსი – Lumpy skin     disease virus.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის ვირუსი - Rinderpest virus.

მცირე ყვავილის ვირუსი (ალასტრიმი) - Variola minor virus (Alastrim).

მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომთან ასოცირებული კორონავირუსი –  SARS-CoV.

ნატურალური ყვავილის ვირუსი - Variola major virus (Smallpox virus).

ნიპას ვირუსი - Nipah virus.

ნიუკასტლის დაავადების ვირუსი - Newcastle disease virus.

ომსკის ჰემორაგიული ცხელების - Omsk hemorrhagic fever.

პარტახტიანი ტიფის გამომწვევი - Rickettsia prowazekii.

რეკონსტრუირებული 1918 პანდემიური გრიპის ვირუსი – Reconstracted 1918 influenza virus.

რიფტის ველის ცხელების ვირუსი - Rift Valley fever virus.

სამხრეთ ამერიკის ჰემორაგიული ცხელების ვირუსები - South American

haemorrhagic fever viruses:

ა) გუანარიტო – Guanarito;

ბ) მაჩუპო – Machupo;

გ) საბია – Sabia;

დ) ჩაპარე – Chapare;

ე) ხუნინი – Junin.

ტკიპისმიერი ენცეფალიტის ჯგუფის ვირუსები - Tick-borne encephalitis complex (flavi) viruses:

ა) შორეული აღმოსავლეთის სუბტიპი - Far Eastern subtype;

ბ) ციმბირული სუბტიპი – Siberian subtype.

ტულარემიის ჩხირი - Francisella tularensis.

ფრინველის გრიპის ვირუსი  - Avian influenza virus.

ქოთაოს გამომწვევი - Burkholderia mallei (ყოფილი Pseudomonas mallei).

Q ცხელების გამომწვევი  - Coxiella burnetii.

ღორების ვეზიკულური დაავადების ვირუსი – Swine vesicular disease virus.

ღორის აფრიკული ცხელების ვირუსი  – African swine fever virus.

ღორის კლასიკური ცხელების ვირუსი - Classical swine fever virus.

ყირიმ – კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი - Crimean-Congo haemorrhagic fever virus (CCHF).

შავი ჭირის ჩხირი - Yersinia pestis.

ცხენის აფრიკული ჭირის ვირუსი – African horse sickness virus.

ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსი -Eastern Equine Encephalitis virus.

ცხენის ვენესუელური ენცეფალიტის ვირუსი - Venezuelan Equine Encephalitis virus.

ცხვრის ყვავილის ვირუსი - Sheep pox virus.

წვრილფეხა მცოხნელების ჭირის ვირუსი  - Peste des petits ruminants virus.

ჯილეხის გამომწვევის პასტერის შტამი – Bacillus anthracis Pateur strain.

ჯილეხის ჩხირი - Bacillus anthracis.

ჰენდრას ვირუსი  - Hendra virus.

მუხლი 2. ტოქსინები🔗

აბრინი – Abrin.

ბოტულინის ნეიროტოქსინი - Botulinum neurotoxins.

დიაცეტოქსისცირპენოლი – Diacetoxyscirpenol.

კონოტოქსინები   (მოკლე, პარალიზური ალფა კონოტოქსინები, რომლებიც შედგებიან ამინომჟავების შემდეგი თანმიმდევრობისაგან X1CCX2PACGX3X4X5X6CX7) – Conotoxins (Short, paralytic alpha conotoxins containing the following amino acid sequence  X1CCX2PACGX3X4X5X6CX7).

რიცინი – Ricin.

საქსიტოქსინი -Saxitoxin.

სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის  A,B,C,D,E სუბტიპები- Staphylococcal enterotoxins A,B,C,D,E subtypes.

ტეტროდოტოქსინი – Tetrodotoxin.

T-2 ტოქსინი - T–2 toxin.