,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№336
სარეგისტრაციო კოდი
130070000.08.002.016797
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №336

2013 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებას (სსმ III, 2004 წ., №44, მუხ. 377) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა.“.

2. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი



დამტკიცებულია

 საქართველოს პრეზიდენტის

2013 წლის 23    მაისის

N 336 ბრძანებულებით

პლანშეტი კ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა

 

ემბლემა არის მრგვალი ჰერალდიკური ფარი შავი არშიით. ფარის ცენტრში გამოსახულია ოქროსფერი ბუ - სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის, ინტუიციისა და ინტელექტის სიმბოლო. ფარის ზედა ნაწილზე გამოსახულია ჰერალდიკური ჯვარი (ოქროსფერი), ფარის ქვედა ნაწილზე კი - ოქროსფერი  ისარი - საბრძოლო მხარდაჭერის სიმბოლო და ოქროსფერი გასაღები - დახურულის გახსნისა და საიდუმლოს ამოხსნის სიმბოლო. ფარს ორი ოქროსფერი ქობა შემოუყვება, რომლის შავ ველზე გამოსახულია ოქროსფერი წარწერები: `საქართველო“ და „სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი.~ წარწერები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი ოქროსფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავით.

შენიშვნა: საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემის გამოყენების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.05.2013.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №336. სარეგისტრაციო კოდი — 130070000.08.002.016797.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №336, 23.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 130070000.08.002.016797 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1928472/