ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.05.2013
ძალის დაკარგვა 06.10.2014
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.10.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 13.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2013 წლის 29 მაისი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №2 დადგენილება (ვებგვერდი, 18/03/2013, სარეგისტრაციო კოდი, 010250020.35.134.016101).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებადრი დიასამიძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება:
1.
შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
დ)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2.
კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Exsel) ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.
მუხლი 2🔗.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს, თანამდებობის შესაბამისად, დამატებით მოეთხოვება:
1.
აპარატის უფროსს:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
დ)
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ვ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
2.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
გ)
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცოდნა.
დ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
ე)
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
ვ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ზ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
3.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
გ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა.
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
4.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:
ა)
უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
ბ)
საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;
გ)
ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების ცოდნა.
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
5.
აპარატის წამყვან სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში:
ა)
სამართალმცოდნის სპეციალობა ან/და ამ განხრით დამამთავრებელ კურსზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა.
ბ)
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
გ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
6.
აპარატის წამყვან სპეციალისტს - საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში:
ა)
უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
ბ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა.
გ)
„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
7.
აპარატის წამყვან სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში: