სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №320
2013 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის„ზ“ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის„ა“ ქვე პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტის და მე-13 მუხლის, „საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 10 სექტემბრის№84 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის№225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. გაიცეს სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე განუსაზღვრელი ვადით საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-ზე სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნ ე ს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.
3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დაბა აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი№6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია