შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის #481 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№143
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.017308
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №481 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №481 დადგენილებით დამტკიცებულ შესყიდვების სპეციალურ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ ამგვარი გადაწყვეტილება გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით ან/და გამართლებულია დროის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უჯამდება ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდული ან/და შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას, თუ:

ა) შესყიდვა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებით;

ბ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;

გ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე და დროს.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დოკუმენტაციაში არ მიუთითოს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.“.

5. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში ძალაში რჩება და ფიქსირდება პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების პირვანდელი ფასი.“.

6. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, გარდა ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

7. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) და მისი ოდენობა აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს, გარდა ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:

„42. შესყიდვის განხორციელებისას დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორება ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის გარეშე, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს.“.

9. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი:

„43. ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 1%-იდან 5%-მდე ოდენობით.“.

10. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:

„44. ობიექტური პირობების არსებობისას, კომისიის გადაწყვეტილებით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შეიძლება არ იქნეს მოთხოვნილი.“.

11. სპეციალური წესის №1 დანართს დაემატოს შემდეგი პოზიციები:

„3921 ფრაქციული ღორღი 0-5

3922 ფრაქციული ღორღი 0-20

3923 ფრაქციული ღორღი 0-40

3924 ფრაქციული ღორღი 0-80

3925 ფლეთილი ქვა

3926 საგზაო ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები

3927 ადგეზიური დანამატი

3928 ასფალტობეტონის ქარხანა

3929 ასფალტობეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები

39210 ასფალტობეტონის ქარხნის ელ. ნაწილები და აგრეგატები

39211 ასფალტობეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები

39212 სხვადასხვა ქიმიური დანამატები ასფალტის წარმოებისთვის

39213 მობილური ქვის სამსხვრევი აგრეგატები

39214 სტაციონარული ქვის სამსხვრევი აგრეგატები

506 ასფალტობეტონის ქარხნის კვანძების რემონტი

507 ქვის სამსხვრევი აგრეგატების იჯარა

508 ასფალტობეტონის ქარხნის იჯარა

509 ქვის სამსხვრევი აგრეგატებით მომსახურება

510 ასფალტობეტონის ქარხნით მომსახურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი