სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს ” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატი იწვევს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერებს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 12 ივლისს 17:00 საათზე ბანკის იურიდიულ მისამართზე : საქართველო, ქ. თბილისი, 0105, ლეონიძის (ყოფ. კიროვის ) ქ. №1.
დღის წესრიგი:
1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატის წლიური ანგარიში.
2. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” გარე აუდიტის შედეგების შესახებ.
3. 2012 წლის მოგების განაწილების შესახებ.
დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატში.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ის აქციონერები რომლებიც 2013 წლის 12 ივნისის 18:00 საათის მდგომარეობით რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2013 წლის 02 ივლისის 10:00 საათიდან 2013 წლის 11 ივლისის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზ., №74ა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.
გენერალური დირექტორის მოადგილე ალი ჰაკვერდიევი