განჩინება სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10974-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/10974-11

 

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლი ს 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,ქართული ფოლადის’’ რეაბილიტაციის მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,ქართული ფოლადის’’ მიმართ. 

2013 წლის 14 ივნისს სს „ქართული ფოლადის” რეაბილიტაციის მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა სს „ქართული ფოლადის” რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენისა და სხვა საკითხების განხილვის მიზნით.   

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს სს ,,ქართული ფოლადის“კრედიტორთა კრება რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ, რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენის მი ზ ნით.   

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმ ის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნ ე ს სს ,,ქართული ფოლადის’’ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2013 წლის 28 ივნისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს სს ,,ქართული ფოლადის’’ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

       მოსამართლე                                            ლაშა ქოჩიაშვილი