„ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის“, „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის“, „მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის“, „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის“, „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს N2-220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-179
სარეგისტრაციო კოდი
340050000.22.032.016120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-179

2013 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის წესის“, „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის“, „მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის“, „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის“, „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“


მუხლი 1
„ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის“, „ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის“, „მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის“, „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის“, „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს  №2-220  ბრძანებაში ( სსმ,92,  25/08/2003,  სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113.006.015)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მევენახეობის სპეციფიკური ზონებისა და მევენახეობის მხარის საზღვრებს განსაზღვრავს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამუშაოების დამკვეთის მიერ შერჩეული ფიზიკური ან იურიდიული პირი.“

ბ) პირველ მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მევენახეობის სპეციფიკური ზონებისა და მევენახეობის მხარის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელმწიფო რეესტრში ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქპატენტი.“

გ) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების კვლევისას გამოიყენება ამპელოგრაფიული და საქართველოს მევენახეობის დარგში მიღებული  და   აპრობირებული მეთოდები. კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს ხუთ წელს.

3. ვაზის  სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების კვლევის ხუთწლიანი შედეგები აისახება სააგენტოში წარდგენილ ანგარიშში.“

დ) მე-5 მუხლის მე-4 პუქტი ამოღებულ იქნეს.
ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. კვლევის შედეგების შეჯამება, დამტკიცება და წარდგენა სარეგისტრაციოდ

1. ნიადაგის, კლიმატური პირობების, ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების და ღვინის კვლევის ყოველწლიური და საბოლოო ანგარიშებზე დაყრდნობით სააგენტო შეიმუშავებს დასკვნებს.

2. სააგენტოს დასკვნა, სპეციფიკური ზონის დადგენისა და ადგილწარმოშობის დასახელების საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში-„საქპატენტში” რეგისტრაციის მიზანშეწონილობის შესახებ, შეიძლება დადებითი იყოს იმ შემთხვევაში, თუ საკვლევი ღვინის ორგანოლეპტიკური თვისებები კვლევის ხუთწლიან ციკლში 3 წელს მაინც აკმაყოფილებდნენ ადგილწარმოშობის დასახელებების უმაღლესი ხარისხის ღვინოებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს.

3. სპეციფიკური ზონის დადგენისა და ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებათა რეგისტრაციისათვის საჭირო მასალები გადაეცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად  მხოლოდ ღვინის  ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

4.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ღვინოების ადგილწარმოშობის დასახელებები, დასკვნებთან ერთად რეგისტრაციისათვის გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირს - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრს -„საქპატენტს“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია