საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის 3/133-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
მინისტრის ბრძანება№03/99
2013 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის № 3/133 ბრძანების დანართ №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად,
ვბრძანებ:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №
3/133 ბრძანების დანართ №
1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართ №
1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 1830, ნაცვლად „ხორნაბუჯის ციხის გალავნისა", ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ხორნაბუჯის ციხე-გალავნის კომპლექსი” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგო როყვას ქუჩა №7).
მინისტრი მირიანე ოდიშარია
დანართი
| 1830. | ხორნაბუჯის ციხე-გალავნის კომპლექსი | გვიანი შუა საუკუნ. | სოფ. ყარაღაჯი |