საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად' წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტისა და თანასწორობის პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად,
ითვალისწინებენ რა ორივე მხარისთვის სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და აზრთა გაზიარების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფენ რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების მიზნით იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციის სფეროში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2
შეხვედრები გაიმართება თბილისსა და სანტიაგოში მონაცვლეობით. დელეგაციების დონე, ასევე შეხვედრების თარიღები და დღის წესრიგი დადგინდება დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 3
მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ასეთ სამუშაო ჯგუფებში მიიწვიონ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან მესამე მხარეთა წარმომადგენლები.
მუხლი 4
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში.
მუხლი 5
მხარეთა შეთანხმებით აღნიშნულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ეს ოქმები წარმოადგენენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად განახლდება შემდგომი ორ (2)-წლიანი ვადებით.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხების საშუალებით განაცხადოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმს. შეწყვეტა ძალაში შევა შეტყობინების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. სანტიაგოში, 2013 წლის 25 აპრილს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.04.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“ მიღებულია 25.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №178/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016195.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.04.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“, №178/1, 25.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016195 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1966933/