საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148–ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2013 წლის 26 ივლისი ქ. წყალტუბო |
|
გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა”, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი (ერთ-ერთი თანამშრომელი).
4. ოქმების გატანის უფლება /წერილობითი მოთხოვნით/ აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომელს.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომლებზე ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ დირექტორის ხელმოწერით.
2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა- ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი, გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს / ორგანოს/ და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეს;
ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს, შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.
3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით გააუქმებს მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს /აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს/.
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი – სახელი, გვარი მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები / ასეთი პირობების შემთხვევაში/; იურიდიული პირი – იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ზ) სამართალდარღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
6. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
7. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს / თანამდებობის პირს/, რომელიც უფლებამოსილა განიხილოს ადმინისტრაციული სამართლებრივი საქმე.
ა. ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ. ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ“ აქტის ფორმის /დანართი 4/ შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი /ჩამოწერილი/ ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია.
3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული „განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული დანართის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ო ქ მ ი № 000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ––– წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის
_____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
( თანამდებობა, სახელი, გვარი)
შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ 20 წლის ––– –––––––––– გამოვლინდა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შემდეგ მისამართზე:––––––––––––––––––
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია –––––––––––––
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ფიზიკური პირის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
რეკვიზიტები, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
(ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა / სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი,
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: -------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------- პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის
თაობაზეც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
148–ე მუხლის მე–4 ნაწილითა და 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და
მოვალეობები.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოწმეები (არსებობის შემთხვევაში):
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, მისი
გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, მისი
გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
ოქმს ერთვის/ არ ერთვის სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება: ––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერები:
ოქმი შევადგინე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმეები: (არსებობის შემთხვევაში):
1 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე: –––––––––––––––––––––
შენიშვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამკვეთი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
ჟურნალის ფორმა
|
( ფ ო რ მ ა )
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
/ აქტის შედგენის ადგილი/ –––––––––––––––––––––––––– 20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: |