საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (15 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №184 |
|
2013 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის „დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მოწონებისა და სპეციალური უფლებამოსილებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1991 განკარგულებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის (ხელმოწერილი 2012 წლის 17 დეკემბერს) საფუძველზე შეიქმნას საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით:
|
|
საკოორდინაციო კომიტეტის
1. საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტი (შემდგომში - კომიტეტი) იქმნება დაბალემისიიანი განვითარების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით (შემდგომში - მემორანდუმი) განსაზღვრული საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის (შემდგომში - სტრატეგია) შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.
2. კომიტეტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
კომიტეტის ძირითადი ამოცანაა მემორანდუმით განსაზღვრულ სფეროებში სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება.
1. კომიტეტი შედგება მმართველი საბჭოსა და სამუშაო ჯგუფისაგან.
2. მმართველი საბჭო არის კომიტეტის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც შედგება კომიტეტის წევრებისგან.
3. მმართველ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
4. სამუშაო ჯგუფი არის კომიტეტის მრჩეველი ორგანო, რომელიც შედგება საჯარო მოხელეებისაგან და ექსპერტებისაგან.
5. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, რომლებიც აირჩევიან ჯგუფის წევრების მიერ.
მმართველი საბჭო:
ა) წარმართავს სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესს;
ბ)შეიმუშავებს დეტალურ სამუშაო გეგმებს მემორანდუმით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე, ღონისძიებასა და კომპონენტზე;
გ)ახდენს მემორანდუმით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული დავალებებისა და ვალდებულებების დელეგირებას კომიტეტის წევრებზე;
დ) ამტკიცებს სამუშაო ჯგუფის მუშაობის განრიგს;
ე)განიხილავს სამუშაო ჯგუფის ანგარიშებს და მათ საფუძველზე ამზადებს დასკვნით რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;
ვ)ქმნის სამუშაო ჯგუფში დარგობრივ ქვეჯგუფებს, შესაბამისი დარგისთვის სტრატეგიის შესამუშავებლად;
1. მმართველი საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. მმართველი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
სამუშაო ჯგუფი:
ა) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის მუშაობის პრიორიტეტებს;
ბ) ამზადებს შესაბამის სამუშაო გეგმებს;
გ) შეიმუშავებს სტრატეგიას პრიორიტეტული სექტორებისათვის;
დ) იწვევს შესაბამისი სფეროს ექსპერტებს კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად;
ე) მოახსენებს სამუშო ჯგუფის საქმიანობის მსვლელობის შესახებ მმართველ საბჭოს;
ვ)ამზადებს შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს მმართველი საბჭოსთვის წარსადგენად.
სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე:
ა) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესს;
ბ) იწვევს და წარმართავს ჯგუფის სხდომებს;
გ) წარუდგენს შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს მმართველ საბჭოს.
1. მმართველი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე.
2. გადაწყვეტილება მიიღება მმართველი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მმართველი საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედისა.
1. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
2. კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახური;
3. კომიტეტის სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს მმართველი საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომიტეტის შეხვედრების ოქმების მომზადებაზე, შეხვედრების მასალების შენახვასა და დაცვაზე.
1. კომიტეტის მმართველი საბჭოს სხდომა ტარდება არანაკლებ 4 თვეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში, ხოლო სამუშაო ჯგუფისა - არანაკლებ 2 თვეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში.
2. კომიტეტისა და მისი ორგანოების სხდომის ჩატარების ადგილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (თბილისი, გულუას ქ. 6).
კომიტეტის მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე.
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ
საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის „დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მოწონებისა და სპეციალური უფლებამოსილებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1991 განკარგულებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის (ხელმოწერილი 2012 წლის 17 დეკემბერს) საფუძველზე შეიქმნას საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით:
ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ამირეჯიბი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ვალიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მაია გუნცაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ილია კვიტაიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე სტეფენ ჰეიკენი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი ჯილ კელი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკისა და გარემოს ოფისის ხელმღვანელიდამტკიცდეს კომიტეტის თანდართული დებულება .
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის2. კომიტეტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.