ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის ,,დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მოწონებისა და სპეციალური უფლებამოსილებების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1991
2012 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის ,,დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“მოწონებისა და სპეციალური უფლებამოსილებების განსაზღვრის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ,,დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ,,დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის საკონტაქტო ორგანოდ.
3. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ ურთიერთგაგების მემორანდუმს ,,დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი