„საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1219
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1219

2010 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ

1. „საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ევროკომისიის პროგრამით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა სრულყოფილად განხორციელების მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,შეიქმნას „საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის“ევროკომისიის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

დიმიტრი შაშკინი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

პერ ეკლუნდი – ევროკომისიის დელეგაციის თავმჯდომარე საქართველოსა და სომხეთში

დავით კერესელიძე – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გია მამულაშვილი – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ანდრია ურუშაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ნათია ჯოხაძე – სსიპ – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბაშვილს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური