აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№63-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

      

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 123-ე მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის წინადადების საფუძველზე შეიქმნას ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკითხის შემსწავლელი ჯგუფი~ (შემდგომში საკითხის შემსწავლელი ჯგუფი).

2. დაევალოს საკითხის შემსწავლელ ჯგუფს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების, სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფინდების გამოყოფის, მათი ათვისებისა, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლა.

3. საკითხის შემსწავლელი ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით.

4. საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვროს უმაღლესი საბჭოს 6 წევრით.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურომ ამ დადგენილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს და დაამტკიცოს საკითხის შემსწავლელ ჯგუფში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.

6. საკითხის შემსწავლელ ჯგუფში ფრაქციებისათვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში, ფრაქციებმა დანიშნონ საკითხის შემსწავლელი ჯგუფის წევრები და აცნობონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

7. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                     ავთანდილ ბერიძე

ჩაქვი,

2013 წლის 24 ივლისი

№63-უ.ს.რ.ს.