1. საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების გაღებამდე სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი, საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის სარკმლიდან მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით განლაგდნენ საკუთარ საწოლებთან .
2. კარების გაღების შემდეგ სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს საკანში/ საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში შესასვლელ კარებს.
3. საკნის/ საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების გაღებას უნდა ესწრებოდეს დაწესებულების არანაკლებ სამი მოსამსახურე, ხოლო ღამის საათებში ოთხი მოსამსახურე.