1. თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის/თვითდაზიანების მცდელობის შემთხვევაში სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი  დაუყოვნებლივ ატყობინებს დანაყოფის ინსპექტორსა და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს.

2. ამავე მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული მდგომარეობისას საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში, სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორს  საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების სარკმელიდან მოუწოდებს და აძლევს ინსტრუქციას საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ დაუშვან თვითმკვლელობა/თვითდაზიანება ან თვითმკვლელობის/თვითდაზიანების მცდელობა ან დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულს. სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი  დანაყოფში მყოფ დაწესებულების სხვა მოსამსახურეებთან ერთად იღებს ზომებს დაზარალებულის გადასარჩენად.