ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნება ჩაატარონ  დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად;

ბ) გასასეირნებლად გამოყვანის წინ, გასასეირნებელ ადგილზე შეამოწმონ  გამყოფი ზღუდის მთლიანობა, აკრძალული ნივთების არსებობა სხვადასხვა მიმანიშნებელი წარწერები და ა.შ;

გ) გასეირნების დროს თვალყური ადევნონ, რომ  ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაცმული  იყვნენ სეზონის  შესაბამისად  და  მათ შესაძლებელია,  თან იქონიონ სიგარეტი და ასანთი;

დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასასეირნებელ ეზოში გაყვანა და უკან დაბრუნება განახორციელონ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, რა დროსაც დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეთა ერთი ნაწილი ან ერთ-ერთი მოსამსახურე სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან აწარმოებს გასასეირნებელ ეზოში მყოფ ბრალდებულეთა/მსჯავრდებულთა განუწყვეტელ მეთვალყურეობას, ხოლო მოსამსახურეთა მეორე ნაწილი ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნიდან,საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან ან საერთო საცხოვრებლიდან გასასეირნებელ ეზოში გამოყვანას და გასეირნების დამთავრების შემდეგ საკნებში,საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში დაბრუნებას.

ე) უზრუნველყონ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ გადაადგილების წესების დაცვა დაწესებულების ტერიტორიაზე არ დატოვონ ისინი ზედამხედველის გარეშე, როგორც გასასეირნებლად გამოყვანისას , ასევე უკან დაბრუნებისას.

ვ) სეირნობის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება არ მისცენ  იხმაურის და გააკეთონ წარწერები სასეირნო ტერიტორიის  კედლებზე;

ზ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს გასასეირნებლად გაყვანის/დაბრუნების დროს არ მისცენ სხვა პირებთან ურთიერთობის ან მათთვის რაიმე ნივთის გადაცემის/მიღების საშუალება.

თ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გასეირნების დასრულების შემდეგ ჩაატარონ გასასეირნებელი ეზოების შემოწმება, დათვალიერება და აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ უშუალო ხელმძღვანელ