1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში, არანაკლებ 1 საათისა, სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება. სუფთა ჰაერზე ყოფნის ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.

2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნების რიგითობა ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შორის კონტაქტი. სპეციალურ საკანში ორი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთად განთავსების შემთხვევაში დასაშვებია მათი ერთად გასეირნება.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, დაწესებულების მიერ ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

4. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში ყოფნისას ან/და განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობასთან, სტიქიურ უბედურებასთან ან ოპერატიულ−სამძებრო ღონისძიებასთან, რაც შეუძლებელს ხდის გასეირნების უფლებით სარგებლობას, აგრეთვე როდესაც დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობებ