1. ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) ახლო ნათესავთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით (თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა);
ა.დ) სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით;
ა.ე) ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებითა და სამართლებრივი კონსულტაციით;
ბ) მიიღოს ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება;
გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში;
დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
ე) დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას;
ვ) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია;
თ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე იმყოფებოდეს (ისარგებლოს გასეირნების უფლებით);
ი) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება;
კ) ისარგებლოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით;
ლ) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;
მ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისგან;
ნ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;
ო) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;
პ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;
ჟ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
რ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს:
ა) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით;
ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით;
გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და გამოიყენოს რელიგიური ლიტერატურა და საკულტო საგნები.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების რეალიზება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
6. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და შეასრულოს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ან სხვა პირის ქონებას და არ დააზიანოს ის;
გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;
დ) შეინახოს კვების პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები სათანადოდ გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში;
ე) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, საწოლი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი;
ვ) სურვილის შემთხვევაში იმუშაოს მხოლოდ დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
ზ) არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:
ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება სხვა ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთი;
ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს კვების პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;
ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;
თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;
ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;
კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;
ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, სარეაბილიტაციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი;
მ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;
ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;
ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;
პ) სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად მოაწყოს ნებისმიერი ნაგებობა, კარადა, სეიფი და სხვა ნაკეთობა;
ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე საერთო სარგებლობის სივრცეში, ფანჯარაზე, კედელზე, ტუმბოსა და საწოლზე გამოფინოს ფოტო, რეპროდუქცია, ბარათი, გაზეთიდან და ჟურნალიდან ამოჭრილი და სხვა ნივთები;
რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;
ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;
ტ) მოამზადოს და მიიღოს საკვები ამისთვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;
უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;
ქ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი;
ღ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ამ დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგ