„თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნების" დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №10 |
|
2013 წლის 31 ივლისი ქ. ბათუმი |
|
2. ბრძანება განსაზღვრავს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობას.
3. ამ ბრძანებაში გამოყენებული ტერმინების განმარტებები მითითებულია „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. სააგენტოს მიერ სერტიფიკატი თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის/პერსონალის წევრზე გაიცემა მის მიერ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.
ა) შკიპერის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ა.ა) 12 მეტრზე ნაკლები სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი;
ა.ბ) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი;
ა.გ) 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი.
ბ) სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ბ.ა) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე;
ბ.ბ) 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე.
გ) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
გ.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი;
გ.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი.
დ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
დ.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი;
დ.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი.
ე) სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ე.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი;
ე.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი.
ვ) ელექტროინჟინრის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ვ.ა) თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ვ.ბ) თევზსაჭერი გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინერის კომპეტენციის სერტიფიკატი.
ზ) რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ზ.ა) GOC GMDSS-ის ოპერატორი;
ზ.ბ) ROC GMDSS-ის ოპერატორი;
ზ.გ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი თანრიგის ოპერატორი;
ზ.დ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის მეორე თანრიგის ოპერატორი.
2. დადასტურების სერტიფიკატის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა გაეცნონ ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საზღვაო კანონმდებლობას:
ა) საქართველოს საზღვაო კოდექსი;
ბ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საზღვაო კანონმდებლობის გაცნობას მეთევზე-მეზღვაური ადასტურებს სააგენტოს მიერ შემუშავებულ და აღრიცხულ ფორმაზე ხელმოწერით.
2. ამ წესის მიზნებისთვის, კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სერტიფიკატის აღიარების დადასტურება წარმოადგენს A5 ფორმატის (ზომა 146მმ X 200მმ) 80-90 გრ/მ2 მასის ოფსეტურ ქაღალდზე დაბეჭდილ ერთმხრივი ბეჭდვით შესრულებულ თეთრი ფერის ერთფურცლიან ლამინირებულ მოწმობას.
3. სერტიფიკატზე დაიტანება ჰოლოგრამა წარწერით “MTA”.
ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანი;
ბ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანი;
გ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანი;
დ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწე;
ე) 500-დან 3000-მდე ტონის საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწე.
2. კანონის მე-19 მუხლის „ა“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გემთწამყვანის თანამდებობა შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა:
ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწე;
ბ) 500 ტონა და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწე.
3. კანონის მე-20 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკოსის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა:
ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი;
ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი;
გ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
დ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი.
4. კანონის მე-20 მუხლის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკოსის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა:
ა) 750 კვტ. და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი.
5. კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ელექტროინჟინრის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა:
ა) 750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ელექტროტექნიკოსი.
ბ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი;
გ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი;
დ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ე) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი;
ვ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი.
6. კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული რადიოსპეციალისტის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურმა: - GMDSS რადიოოპერატორი.