სს „ფინკა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№590
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №590

2013 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „ფინკა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე -4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის 34 -ე პუნქტის და მე -13 მუხლის, „საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 10 სექტემბრის N84 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს სს „ფინკა ბანკი საქართველოზე“ განუსაზღვრელი ვადით საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. სს „ფინკა ბანკი საქართველოზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნ ე ს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                                                      ოთარ ნადარაია