იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.11.2007 ბოლო ცვლილება 15.07.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5485
სარეგისტრაციო კოდი
360.050.000.05.001.003.059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 03/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნისა და მართვის სფეროში.

2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ბუნების ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ქონებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის მიზნებია:

ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნის უზრუნველყოფა;

ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმის დარეგულირება.

2. ამ კანონის ამოცანებია:

ა) თვითმყოფადი ბუნებრივი კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, არქეოლოგიური კომპლექსების, ბუნების იშვიათი ძეგლების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;

ბ) იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

გ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფარგლებში მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლის, დაცვისა და აღდგენის უზრუნველყოფა;

დ) ბუნების ძეგლების დაცვისა და აღდგენისათვის, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და მონიტორინგის განხორციელების ხელშეწყობა.

 

თავი II. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

    მუხლი 3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების კატეგორიები

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ისინი იქმნება ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს:

ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს;

ბ) ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლს;

გ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს;

დ) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ე) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს;

ვ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ზ) ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლს;

თ) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ი) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს;

კ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს;

ლ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს;

მ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს.

    მუხლი 4. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი იქმნება „სათაფლია-კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1989 წლის 7 ივნისის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული საქართველოს სსრ-ის ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის სათაფლია-კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის განვითარების 1989–1995 წლების პროექტით დადგენილი და ნატურაში გამიჯნული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე – საერთო ფართობით 354 ჰექტარი.

2. ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება სოფლების ყუმისთავისა და ქვილიშორის საზღვარზე, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 351 46,5211 E, 420   221 24,711 N, 420 361 1,4911 E, 420 221 37,2711 N.

3. თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება ქალაქ წყალტუბოს ჩრდილოეთით 1,5 კმ-ის მანძილზე, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 371 1,9211 E, 420 101 46,4011 N.

4. ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ ხომულის მიდამოებში, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 381 2011 E, 420 201 611 N.

5. ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ ცუცხვათის შემოგარენში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის – მდინარე ჭიშურის აუზის სამხრეთით, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 511 1011 E, 420 1611511 N.

6. ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 511 911 E, 420 141 4811 N.

7. ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ გოდოგნის ტერიტორიაზე, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 481 1211 E, 420 151 3111 N.

8. იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ გოდოგნის მიდამოებში, მდინარე წყალწითელას კანიონში, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 431 5211 E, 420 161 0011 N.

9. საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ გოდოგნის მიდამოებში, მდინარე წყალწითელას ხეობის მარცხენა ფერდობზე, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 441 3311 E, 420 161 311N.

10. წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ გოდოგნის ხიდსა და გელათს შორის მონაკვეთის 7,5 კმ-იან ზოლში, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 451 1811 E, 420 171 5411 N, 420 461 411 E, 420 171 3811 N.

11. ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ გორდის მიდამოებში, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 321 5511 E, 420 271 2211 N, 420 331 1111 E, 420 261 3911 N.

12. ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი იქმნება სოფელ გორდის მიდამოებში, გეოგრაფიული კოორდინატებით – 420 331 13,5911 E, 420 291 29,2911 N.

 

თავი III. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება

    მუხლი 5. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების ზონირების პრინციპს, რომლის შესაბამისად, დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციური ზონა/ზონები.

    მუხლი 6. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება

1. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შენარჩუნება და დაცვა.

2. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტომოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება.

    მუხლი 7. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით, რომელიც განსაზღვრავს მღვიმეების კომპლექსის დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციის და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამებს და რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

 

თავი IV. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვა

    მუხლი 8. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვა

1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

    მუხლი 9. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადგილობრივი მართვის ორგანო

1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადგილობრივი მართვის ორგანოა სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია.

2. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სფერო და კომპეტენციები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

    მუხლი 10. კონტროლი და ზედამხედველობა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

 

თავი V. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაფინანსება

    მუხლი 11. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაფინანსება

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები ფინანსდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 12. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცება;

ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცება.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 22 ნოემბერი.

№5485–IIს