1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს).
4. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს).
5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).
6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს). წარმომადგენლობითი საბჭოსთვის (სენატისათვის) წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთვოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით