1.  სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება;

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა  და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი  და პროფესიული განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

დ) საუნივერსიტეტო განათლების განვითარება;

ე) სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;

ვ) სასწავლო უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში;

ზ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

თ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;

ი) აკადემიური თავისუფლების დაცვა;

კ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

ლ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;

მ) სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სასწავლო უნივერსიტეტი:

ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ)ახორციელებს პროფესიული განათლების ხუთივე საფეხურის  საგანმანათლებლო პროგრამებს.

გ)ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო  პროგრამებს.

დ)   ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს.

ე) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;

ვ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ზ) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;

თ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

ი) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

კ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ლ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

მ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;

ნ) უზრუნველყოფს სწავლას, სწავლებასა და პროფესიული განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ-სამართლებრივ გარემოში;

ო) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;

პ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების  გავრცელებას;

ჟ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის და სწავლების აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, სასწავლო უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

რ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;

ს) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ