1. სასწავლო უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან –ფაკულტეტებისაგან (ჰუმანიტარული, ჯანდაცვის, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები) ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან
.
2. გადაწყვეტილებას სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო