1. სასწავლო უნივერსიტეტი თავის სტრუქტურულ ერთეულებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ  სამეწარმეო საქმიანობას.

2. სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

3.სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალისწინები