საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- თავისუფლების ქარტია 31.05.2011
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსსა და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში − სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1015-Iს |