საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№810-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010100000.05.001.102722
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016342) მე-8 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემებში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს,  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს − სახელმწიფო რწმუნებულებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს;

ბ) საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფების მოსამსახურეებს;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N810-IIმს-XIმპ