საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2612-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010100000.05.001.018897
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016342) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს,  საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს − სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2612-IIს