„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში ზონის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარება განისაზღვრება სპეციალური პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
2. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2014 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. 2013 წლის 1 დეკემბრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები:
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1027-Iს |