„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის N764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№306
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016566
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №306

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით (სსმ III, 25.11.09, №145, მუხლი 1695) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიღება, გარდა ამ მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება კონკურსის წესით.“;

ბ)  მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამსახურში დროებით მოვალეობის შემსრულებელი - ატესტაციის შედეგების საფუძველზე, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამსახურის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია აღნიშნული თანამდებობის დაკავება სამსახურის თანამშრომლის თანამდებობრივი დაწინაურებით ან სამსახურში დროებით მოვალეობის შემსრულებლის ატესტაციის შედეგების საფუძველზე, კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება რეზერვიდან ან იმ პირთა წრიდან, რომლებიც სტაჟირებას გადიან სამსახურში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო თუ შეუძლებელია კანდიდატურების შერჩევა რეზერვიდან ან სამსახურის სტაჟიორებისაგან, მაშინ კანდიდატურების შერჩევა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დროებით არმყოფი სამსახურის თანამშრომლის შემცვლელად ან ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დროებით მოვალეობის შემსრულებლად - კონკურსის ჩატარებამდე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ატესტაციის ჩატარებამდე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური