რკ. "ჭოგნარის საკრედიტო კავშირი"-სთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№688
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №688

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირისათვის ” ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების–საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების–საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირს“ გაუუქმდეს არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია.

2. რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის ” ლიკვიდაცია დაიწყოს ამ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე.

3. რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის ” ლიკვიდატორად დაინიშნოს ნანა ბასილაძე (პირადი №21001004731).

4. ამ განკარგულების გამოცემის დღიდან რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირს ” ეკრძალება ქონების მართვა და განკარგვა.

5. რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის ” კრედიტორები ვალდებულნი არიან თავიანთი მოთხოვნები შესაბამისი ვალუტით თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით წარუდგინონ ლიკვიდატორს განკარგულების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საფუძველზე განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

6. ყველა ის პირი, რომელიც ფლობს რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის ” ქონებას - მიკუთვნებულ რაიმე ნივთს , ან ვალდებულია მის მიმართ რისამე შესრულებისათვის, უნდა უზრუნველყოს ამ ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება.

7. განკარგულება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ– საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ინფორმაცია რკ „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

8. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

9. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე - პრეზიდენტი                                         ოთარ ნადარაია