„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2013 ძალადაკარგული 09.06.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№243
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017409
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №243

2013 წლის 19 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის  საფუძველზე, „საქართვე­ლოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტ­კიც­დეს დებულება „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტრო­სადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის  დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დებულება

 

საქართველოს  ტერიტორიაზე  ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს ტერიტორიაზე ნარ­ჩე­ნების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე და არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის  (კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბო­ელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი), შემდ­გომ­ში - „ნარჩენი“ იმპორტის  დაშვების შემთხვევებსა და პირობებს.

 

მუხლი  2.  ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის დაშვების  შემთხვევები

ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი ხორციელდება  მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების შემთხვევებში, რაზეც შესაბამის  გადაწყვე­ტი­ლებას იღებს საქართველოს მთავრობა.

 

მუხლი 3.  ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის დაშვების პირობები

1. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენის იმპორტით   დაინტერე­სე­ბუ­ლი პირი, პროექტის მიზნობრიობის გათვალისწინებით,  განცხადებით მიმართავს  შესაბამის დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ სამთავ­რო­ბო დაწესებულებას, რომელშიც, გარდა საქართველოს ზოგადი ადმი­ნისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვ­ნებისა,  უნდა მიუთითოს:

ა) ნარჩენის იმპორტის საჭიროება (მიზნობრიობა);

ბ) ექსპორტიორი ქვეყანა;

გ) ნარჩენის ოდენობა;

დ) ნარჩენის  ტრანსპორტირების სახე;

ე)  ნარჩენის შემოტანის ვადა.

2.  ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის  დაშვებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს სხვა დამატებითი ინ­ფორ­მაცია.

 

მუხლი 4.  ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის  დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

 1. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება, დაინტერესებული პი­რის მიერ მე-3 მუხლში განსაზღვრული მოთხოვნების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაციას შესაბამის სამართლებრივი აქ­ტის პროექტთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდ­გენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.

2. ცალკეული პროექტის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან/და სა­ზო­გადოებრივ  პროექტად მიჩნევის  შემთხვევაში, საქართველოს მთავ­რობა იღებს  გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება მთავრობის გან­კარ­გულების სახით. მასში  ასახული უნდა იყოს  დებულების მესამე მუხლის პირველ  პუნქტში მითითებული ინფორმაცია.

 

მუხლი 5. ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის დაუშვებლობა

დაუშვებელია ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი და­საწყობების ან იმ მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენ­ციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ გან­თავსების ოპერაციათა „A“ ჯგუფი“.

 

მუხლი 6.  სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურის ვალდებულება

სსიპ ‑ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, იმპორტის სასა­ქონლო ოპერაციაში მოაქციოს მხოლოდ ის ნარჩენი, რომელზეც იმპორ­ტიორი, კანონმდებლობით დადგენილ სხვა შესაბამის დოკუმენტაციას­თან ერთად,  წარადგენს ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ასლს.

 

მუხლი 7. ნარჩენის იმპორტით დაინტერესებული პირის (იმპორ­ტი­ორი) ვალდებულება

1. იმპორტიორი ვალდებულია:

ა) ნარჩენი გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართ­ლე­ბული გზით;

 ბ) უზრუნველყოს ნარჩენის გადაზიდვების მინიმუმამდე დაყვანა მათი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული და ეფექტური მართვის გამოყენებით და ის განახორციელოს იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო დაიცვას მათგან უარყოფითი ზეგავლენისაგან;

გ) გამოიყენოს ნარჩენი, როგორც ნედლეული რეციკლირებითი ან აღდგენითი მრეწველობისათვის;

დ) უზრუნველყოს ნარჩენის შეფუთვა, მარკირება და მისი გადა­ზიდვა საყოველთაოდ მიღებული  საერთაშორისო წესებისა და ნორმების თანახმად;

ე) ნარჩენს თან  დაურთოს სახიფათო ნარჩენთა გადაზიდვის დოკუ­მენტი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის საწყისი პუნქტიდან მისი გან­თა­ვსების ადგილამდე.

2. პირი, რომელიც ამ დებულების შესაბამისად ახორციელებს ნარ­ჩე­ნის იმპორტს, ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგე­ნილი უსაფრთხოების ნორმები, სტანდარტები და სხვა შესაბამისი ნორ­მატივები.