„ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 30 აგვისტოს №16/22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18/24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

             თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №18/24

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. ფოთი

 

“ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 30 აგვისტოს №16/22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად  თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ,  დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის  საკრებულოს 2013 წლის 30 აგვისტოს №16/22 დადგენილებაში (06.09.2013 წ. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016171) კერძოდ:

1. დადგენილებას დაემატოს მე-5 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,5. დადგენილება ამოქმედდეს 2014  წლის 1 იანვრიდან’’.

2. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

 


თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა



დანართი №1

 

ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

მუხლი 1. შესავალი
დღეს, საქართველოში უმწვავესად დგას დემოგრაფიული პრობლემა. ოჯახები თავს იკავებენ შვილის გაჩენისგან, რაც განპირობებულია მძიმე სოციალური ფონით და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. აუცილებელია სახელმწიფოს ზრუნვა და ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მით უფრო, რომ მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესი ნაწილი, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება. მძიმეა მათი ეკონომიკური და ყოფითი პირობები. ასეთი კატეგორიის ოჯახები უსახსრობისა და შემოსავლების უქონლობის გამო ვერ აგვარებენ ოჯახთან, ბავშვებთან დაკავშირებულ ელემენტარულ პრობლებებს და ვერ იღებენ სათანადო განათლებას.

 


მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს, ქალაქში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები (უმცროსი შვილის 18 წლის შესრულებამდე) წელიწადში ერთხელ მიიღებენ მატერიალურ დახმარებას 2000 ლარის ოდენობით.

 


მუხლი 3. პროგრამის მართვა
1. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს წარმოადგენენ ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები.        
2. მატერიალური დახმარება გაიცემა ხუთ და მეტშვილიან  ფოთელ ოჯახზე და განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით და გაიცემა წელიწადში ერთხელ.
3. ბავშვების მამა უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მკვიდრი ან თვითმმართველ ქალაქ - ფოთში რეგისტრირებული დევნილი, რომელიც ცხოვრობს თვითმმართველ ქალაქ ფოთში არანაკლებ ერთი წლისა.
4. მატერიალური დახმარების მისაღებად ხუთი და მეტშვილიანმა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერის სახელზე);
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გაცემული მუნიციპალიტეტის მიერ.
ვ) მარტოხელა დედების შემთხვევაში - ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან, რომ იგი არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში.
ზ) მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ცნობა გარდაცვალების შესახებ.

 


მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი
1. ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის მიხედვით განსაზღვრული თანხა აისახება თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ( თვითმმართველი ერთეული) ბიუჯეტში.
2. ხუთი და მეტშვილიან ოჯახებს დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე.