განჩნება შპს „კოლხი“-ს რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8772-2012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქმე 2/8772-201 2

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2013 წლი 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, ს.ს. ,,კოლხი ს” კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,კოლხი ს” მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყების, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის და რეაბილიტაციის გეგმის მომზადების საკითხი,

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კოლხი ს” მიმართ. შპს ,,კოლხი ს” მომრიგებელი საბჭოს მიერ 2013 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,კოლხი ს” რეაბილიტაციის შესახებ.

 2013 წლის 25 სექტე მ ბერს შპს ,,კოლხი ს” კრედიტორთა კრებაზე, კრედიტორების მიერ შპს ,,კოლხი ს” რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა შპს ,,Eurocon”, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა განისაზღვრა 60 დღით და რეაბილიტაციის გეგმის მომზადება დაევალა მოვალეს და კრედიტორებს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მხოლოდ მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოვალის გაკოტრების, რებილიტაციის და ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,კოლხი ს” მომრიგებელი საბჭოს მიერ 2013 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ,,კოლხი ს” მიმართ უნდა დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვ რ ავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვ რ ავენ კრედიტორები, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს, ხოლო 46-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს ერთდროულად.

 მოცემულ შემთხვევაში, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე და 46-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შპს ,,კოლხი ს” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა შპს ,,Eurocon”,რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა განისაზღვრა 60 დღით და რეაბილიტაციის გეგმის მომზადება დაევალა მოვალეს და კრედიტორებს, რაც დამტკიცებული უნდა იქნ ე ს სასამართლოს მიერ.

 

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 32-ე, 33-ე, 43-ე, 44-ე, 46-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,კოლხი ს” მომრიგებელი საბჭოს 2013 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ,,კოლხი ს” მიმართ დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.

2. დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება შპს ,,კოლხი ს” რეაბილიტაციის მმართველად შპს ,, Eurocon”-ის (ს/კ 404908481) დანიშვნის შესახებ.

4 . შპს ,,კოლხი ს” რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა განისაზღვროს განჩინების გამოქვეყნებიდან 60 დღით და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადება დაევალოთ მოვალეს და კრედიტორებს.

5. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

6. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                              ლაშა ქოჩიაშვილი