2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შეიძლება მიეცეს 4 თვის ვადით და ის დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი.
3. ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს:
ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ოჯახის წევრზე;
ბ) შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე.
4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებული/დათხოვნილი პირის ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან, მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების წესთან, დაფინანსების მეთოდოლოგიასთან, მატერიალური დახმარების გაცემასა და მისი მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრასთან, მის მიერ სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1272 - ვებგვერდი, 22.12.2025