„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.10.2013 ბოლო ცვლილება 31.03.2014
ნომერი
№345
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016577
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №345

2013 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებ-გვერდი, 31.07.2012, 230210000.22.033016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება:

 ა) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა);

გ) პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა) პერიოდული დეკლარაციით გაფორმებისას;

დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა:

დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;

დ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე);

ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა);

ვ) საქონლის გაშვებამდე − ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.“.

2. 53-ე მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი  №XII-01.

3. 90-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:

 ა) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში:

 ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;

ა.ბ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;

ბ) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:

ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 1 კალენდარული წელი აღნიშნული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან);

 ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

ბ.გ) საგადასახადო დავალიანების არქონა.“.

4. 91-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

„1.  „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს განახორციელებს პირველი 6 კალენდარული თვის განმავლობაში.“.

5. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 92. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება

1. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით განსაზღვრული პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 6 კალენდარული თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას − სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 3 კალენდარული თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭებიდან 6 კალენდარული თვის შემდეგ და 1 კალენდარული წლის შემდეგ.

2. „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით ან 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11 ან/და მე-19-21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, 50 000 ლარის ან მეტი ოდენობით საგადასახადო დავალიანების არსებობა ან კონტრაფაქციული საქონლის პარტიის აღმოჩენა წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება.

4. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის“ მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური



დანართი №XII-01
სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომლის იმპორტზეც არ ვრცელდება იმპორტის გადასახდელების გადახდის გადავადება

 
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  • სეს ესნ კოდი

    პოზიციის დასახელება

    0201

    ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული:

    0202

    ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული:

    0203

    ხორცი ღორისა ახალი, გაცივებული ან გაყინული:

    0204

    ხორცი ცხვრისა ან თხისა ახალი, გაცივებული ან გაყინული:

    0205

    ხორცი ცხენების, ვირების, ჯორებისა ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული:

    0206

    საკვები სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების, თხების, ცხენების, ვირების, ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული:

    0207

    ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული:

    0208

    სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული:

    0209

    ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, გაცივებული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი:

    0210

    ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისა ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან:

    0302

    თევზი ახალი ან გაცივიებული, თევზის ფილესა და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის სხვა ხორცის გამოკლებით:

    0303

    თევზი გაყინული, თევზის ფილეს და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ხორცის გამოკლებით:

    0304

    თევზის ფილე და თევზის ხორცი დანარჩენი (ფარშის ჩათვლით), ახალი, გაცივიებული ან გაყინული:

    0305

    თევზი ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები, საკვებად ვარგისი:

    0306

    კიბოსნაირნი, ბაკანში ან ბაკნის გარაშე, ცოცხალი, ახალი, გაცვიებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში;კიბოსნაირნი შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომელებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; კიბოსნაირნი ბაკანში, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, გაცივებული ან გაუცივებელი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებად გამოსაყენებლი:

    0307

    მოლუსკები, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივიებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; მოლუსკები შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომელებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები მოლუსკებისგან, საკვებად გამოსაყენებელი:

    0308

     წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, გაცვიებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, შებოლილები, რომელებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებად გამოსაყენებელი:

    0401

    რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატების გარეშე:

    0402

    რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით:

    0403

    დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლისა ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე:

    0404

    რძის შრატი, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე; პროდუქტები რძის ნატურალური კომპონენტებისაგან, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი:

    0405

    კარაქი და რძის სხვა ცხიმები და ზეთები; რძის პასტები:

    0406

    ყველი და ხაჭო:

    0407

    ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული:

    0408

    ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე:

    0409

    ნატურალური თაფლი

    0701

    კარტოფილი ახალი ან გაცივებული:

    0702

    პომიდორი ახალი ან გაცივებული

    0703

    ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული:

    0704

    თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, ქეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული:

    0705

    სალათა – ღორის ქადა (Lactuca Sativa) და ვარდკაჭაჭა (Cichorium spp.), ახალი ან გაცივებული:

    0706

    სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული:

    0707

    კიტრი და კორნიშონები, ახალი და გაცივებული:

    0708

    პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული:

    0709

    ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული:

    0710

    ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული:

    0711

    დაკონსერვებული ბოსტნეული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი:

    0712

    ბოსტნეული ხმელი, მთელი, დაჭრილი დიდ და პატარა ნაჭრებად, დაქუცმაცებული ან ფხვნილის სახით, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე:

    0713

    პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი:

    0714

    მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ან ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ან ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლისა ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული:

    0801

    ქოქოსის კაკალი, ბრაზილიური და კეშიუ, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანითა ან კანის გარეშე:

    0802

    კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე:

    0803

    ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი:

    0804

    ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი, ანუ გარცინია, ახალი ან ხმელი:

    0805

    ციტრუსები ახალი ან ხმელი:

    0806

    ყურძენი, ახალი ან ხმელი:

    0807

    ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი:

    0808

    ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი:

    0809

    გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი:

    0810

    ხილი დანარჩენი, ახალი:

    0811

    ხილი და კაკალი წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე:

    0812

    ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდიან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), ოღონდ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი:

    0813

    ხილი ხმელი, 0801–0806 სასაქონლო პოზიციებში შემავალი ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლისა ან ხმელი ნაყოფების ნარევები:

    0814

    ციტრუსების ნაყოფების კანი ან ნესვების ქერქი (საზამთროს ქერქის ჩათვლით), ახალი, გაყინული, ხმელი ან ხანმოკლე შენახვისათვის დაკონსერვებული მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში

    1005

    სიმინდი:

    1005 10

    – სათესლე:

    1007

    სორგო მარცვლოვანი:

    1008

    წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; დანარჩენი მარცვლეული:

    1102

    დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა:

    1103

    ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები:

    1104

    მარცვლოვანების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული:

    1105

    კარტოფილის წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები:

    1106

    წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფებისა ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან:

    1107

    ალაო მოხალული ან მოუხალავი:

    1108

    სახამებელი; ინულინი:

    1109

    ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი

    1201

    სოიოს ცერცვი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი:

    1202

    არაქისი, მოუხალავი ან სხვა რაიმე მეთოდით მოუმზადებელი, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი:

    1203

    კოპრი

    1204 00

    თესლი სელისა, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი:

    1205

    რაფსისა ან კოლზას თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი:

    1206 00

    თესლი მზესუმზირისა, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი:

    1207

    თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი:

    1208

    ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი ზეთოვანი კულტურების თესლებისა ან ნაყოფებისაგან, გარდა მდოგვის თესლისა:

    1209

    თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად:

    1210

    გირჩები სვიისა, ახალი ან ხმელი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი, ფხვნილის ან გრანულების სახით; ლუპულინი:

    1211

    მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და ნაყოფების ჩათვლით), პარფიუმერული, ფარმაცევტული ან ინსექტიციდური, ფუნგიციდური ან ანალოგიური მიზნებისათვის გამოსაყენებელი, ახალი ან გამხმარი, მთელი ან დაქუცმაცებული, დამსხვრეული ან დაფქული:

    1212

    ვარდტუხტის ხის ნაყოფი, ზღვისადა დანარჩენი წყალმცენარეები, შაქრის ჭარხალი და შაქრის ლერწამი, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი; ნაყოფის კურკები და მათი გულები, მცენარეული წარმოშობის დანარჩენი პროდუქტები (Cichorium intybus Sativum სახეობის ვარდკაჭაჭას მოუხალავი ფესვების ჩათვლით), უმთავრესად საკვებად გამოყენებული, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი:

    1214

    თალგამურა, საფოთლე ჭარხალი (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული:

    1501

    ღორის ქონი (ლიარდის ჩათვლით) და შინაური ფრინველის ქონი, 0209 ან 1503 სასაქონლო პოზიციის ქონის გარდა:

    1502

    მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრებისა ან თხების ცხიმი, 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმის გარდა:

    1503 00

    ლიარდ-სტეარინი, ლიარდ-ოილი, ოლეოსტეარინი, ოლეო-ოილი და ცხოველური ცხიმი, არაემულგირებული ან შეურეველი ან დაუმზადებელი რაიმე სხვა ხერხით:

    1504

    ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზისა ან ზღვის ძუძუმწოვრების, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1505

    ცხიმოფლი და მისგან მიღებული ცხიმოვანი ნივთიერებები (ლანოლინის ჩათვლით):

    1506

    დანარჩენი ცხოველური ცხიმები და ქონები და მათი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ მათი ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად

    1507

    სოიას ზეთი და მისი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, ოღონდ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1508

    არაქისის ზეთი და მისი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1509

    ზეითუნის ზეთი და მისი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1510 00

    სხვა ზეთები და მათი ფრაქციები, მიღებული მხოლოდ ზეთისხილისაგან, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად, ამ ზეთებისა ან ფრაქციების 1509 სასაქონლო პოზიციის ზეთებთან ან ფრაქციებთან ნარევების ჩათვლით:

    1511

    პალმის ზეთი და მისი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1512

    ზეთი მზესუმზირის, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1513

    ზეთი ქოქოსის (კოპრის), პალმის ნაყოფის გულისა ან ზეთი ბაბასუსი და მათი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1514

    ზეთი რაფსისა (რაფსისა, ანუ კოლზისაგან) ან მდოგვისა და მათი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1515

    დანარჩენი არააქროლადი მცენარეული ცხიმები და ზეთები (ჟოჟობას ზეთის ჩათვლით) და მათი ფრაქციები არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად:

    1516

    ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები, მთლიანად ან ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული, გადაინტერეტერიფიცირებული, რეეტერიფიცირებული ან ელაიდინიზებული, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე:

    1517

    მარგარინი; საკვებად გამოსაყენებელი ნარევები ან მზა პროდუქტები ცხოველური ან მცენარეული ცხიმებისა ან ზეთებისაგან ან მოცემული ჯგუფის სხვადასხვა ცხიმებისა და ზეთების ფრაქციებისაგან, 1516 სასაქონლო პოზიციის საჭმელი ცხიმებისა ან ზეთების ან მათი ფრაქციების გარდა:

    1518 00

    ცხოველური ან მცენარეული ცხიმები და ზეთები და მათი ფრაქციები, მოხარშული, დაჟანგული, დეჰიდრატირებული, სულფურირებული, ჰაერის შებერვით დაჟანგული, ვაკუუმში ან ინერტულ აირში გახურებით პოლიმერიზებული ან სხვა საშუალებით ქიმიურად მოდიფიცირებული, გარდა 1516 სასაქონლო პოზიციის პროდუქტებისა; საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი ნარევები ან მზა პროდუქტები ცხოველური ან მცენარეული ცხიმებისა და ზეთებისაგან ან მოცემული ჯგუფის სხვადასხვა ცხოველური ან მცენარეული ცხიმებისა და ზეთების ფრაქციებისაგან, სხვა ადგილას დაუსახელებელი და ჩაურთველი:

    1520

    ნედლი გლიცერინი; გლიცერინის წყალი და გლიცერინის თუთქი

    1521

    ცვილები მცენარეული (ტრიგლიცერიდების გარდა), ცვილი ფუტკრისა და სხვა მწერებისა და სპერმაცეტი, შეღებილი ან შეუღებავი, რაფინირებული ან არარაფინირებული:

    1522 00

    დეგრა; ნარჩენები, მიღებული ცხოველური და მცენარეული ცხიმოვანი ნივთიერებებისა ან ცვილების დამუშავების შემდეგ:

    1601 00

    ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისა ან სისხლისაგან; მზა კვების პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე:

    1602

    მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისა ან სისხლისაგან დანარჩენი:

    1701

    ლერწმისა ან ჭარხლის შაქარი და ქიმიურად სუფთა საქაროზა, მყარ მდგომარეობაში:

     

    – ხამი შაქარი საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატების გარეშე:

    1701 12

    – – ჭარხლის შაქარი:

    1701 12 100 00

    — — — რაფინირებისათვის

    1701 12 900 00

    — — — დანარჩენი

    1701 13

    – – ლერწმის შაქარი ამ ჯგუფის სუბპოზიციებისათვის მე- 2-ე შენიშვნაში აღწერილი:

    1701 13 100 00

    — — — რაფინირებისათვის

    1701 13 900 00

    — — — დანარჩენი

    1701 14 900 00

    — — — დანარჩენი

    1701 91 000 00

    — — საგემოვნო-არომატული ან საღებავი დანამატებით

    1701 99 100 00

    — — — თეთრი შაქარი

    1701 99 900 00

    — — — დანარჩენი

    1702

    დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებავი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი:

    1703

    მელასა, შაქრის ამორებით ან რაფინირების შედეგად მიღებული:

    1704

    შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს:

    1901

    ალაოს ექსტრაქტი; მზა კვების პროდუქტები წმინდა ან მსხვილი ნაფქვავი ფქვილის, ბურღულის, სახამებლისა ან ალაოს ექსტრაქტისაგან, კაკაოს შემცველობის გარეშე ან კაკაოს შემცველობით 40 მას.%-ზე ნაკლები მთლიანად ცხიმგამოცლილ ფუძეზე გადაანგარიშებით, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; მზა კვების პროდუქტები 0401–0404 სასაქონლო პოზიციების ნედლეულისაგან, 5 მას.%-ზე ნაკლები კაკაოს შემცველი ან მის გარეშე მთლიანად ცხიმგაცლილ ფუძეზე გადაანგარიშებით, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი:

    1902

    მაკარონის ნაწარმი, თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გულსართით (ხორცისა ან სხვა პროდუქტებისაგან) ან უსატენოდ, ან სხვა ხერხით დამზადებული, ისეთების, როგორიცაა სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია, ნამგალა, ცომის გუფთა, რავიოლი, კანელონი; კუსკუსი, საკვებად მზა ან მოუმზადებელი:

    1903 00 000 00

    ტაპიოკა და მისი შემცვლელები, მომზადებული სახამებლისაგან, ფანტელების, გრანულების, ბურთულაკების, ნამცეცებისა ან სხვა ანალოგიური ფორმის სახით

    1904

    მზა კვების პროდუქტები, მიღებული მარცვლოვანების მარცვლისა ან მარცვლეული პროდუქტების გაფუებით ან მოხალვით (მაგ. სიმინდის ფანტელები); პურეული მარცვლოვანები (სიმინდის მარცვლის გარდა) მარცვლისა ან ფანტელების სახით ან სხვა ხერხით დამუშავებული (წმინდა და უხეში ნაფქვავი ფქვილის, ბურღულის გარდა), წინასწარ მოხარშული ან სხვა ხერხით მომზადებული, სხვა ადგილას დაუსახელებელი და ჩაურთველი:

    1905

    პური, ცომეული საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილღვეზელა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული და ცომეული საკონდიტრო ნაწარმი, კაკაოს შემცველი ან მის გარეშე; ვაფლის ფირფიტები, ცარიელი კაფსულები, ფარმაცევტული მიზნებისათვის ვარგისი, ვაფლის ობლატები დაბეჭდვისათვის, ბრინჯის ქაღალდი და ანალოგიური პროდუქტები:

    2001

    ბოსტნეული, ხილი, კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრისა ან ძმარმჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონსერვებული:

    2002

    პომიდორი, ძმრისა ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული:

    2003

    სოკო და ტრიუფელი, ძმრისა ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული:

    2004

    სხვა ბოსტნეული, ძმრისა ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა:

    2005

    სხვა ბოსტნეული, ძმრისა ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა:

    2006 00

    ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული):

    2007

    ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილისა ან კაკლის პიურე, ხილისა ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით:

    2008

    ხილი, კაკალი და საკვებად ვარგისი მცენარეთა სხვა ნაწილები, სხვა ხერხით დამზადებული ან დაკონსერვებული, შაქრის, სხვა დამატკბობელი ნივთიერებების ან სპირტის დანამატების შემცველობით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი:

    2009

    ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე:

    2201

    წყლები, ნატურალური ან ხელოვნური მინერალური წყლების ჩათვლით, გაზიანი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დამატების გარეშე; ყინული და თოვლი:

    2202

    წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთრებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა:

    2203 00

    ალაოს ლუდი:

    2204

    ღვინოები ყურძნის ნატურალური, შემაგრებული ღვინოების ჩათვლით; ყურძნის ტკბილი, 2009 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა:

    2205

    ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები, მცენარეული ან არომატული ექსტრაქტების დამატებით:

    2206 00

    სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად სიდრი, პერი(მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაუთვლელი:

    2207

    ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაცით:

    2208

    ეთილის სპირტი არადენატურირებული სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები; სპირტიანი ნაყენები, ლიქიორები და სხვა სპირტიანი სასმელები:

    2209 00

    ძმარი და მისი შემცვლელები, მიღებული ძმარმჟავასაგან:

    2301

    ფქვილი წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცისა ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისაგან, მოლუსკებისა ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებად გამოუყენებადი; ხოხოზიკი:

    2302

    ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით გადამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული:

    2303

    ნარჩენები სახამებლის წარმოებისა და ანალოგიური ნარჩენები, ჭარხლის ნაწნეხი, ბაგასა (შაქრის ლერწმის ჟენჟო) და შაქრის წარმოების სხვა ნარჩენები, ბუყი და ლუდის დუღებისა ან სპირტის (არყის) გამოხდის სხვა ნარჩენები, არაგრანულირებული ან გრანულირებული:

    2304

    კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიას ზეთის ამოღებისას, დაფქული ან დაუფქველი, არაგრანულირებული ან გრანულირებული

    2305

    კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული (არაქისის) ზეთის ამოღებისას, დაფქული ან დაუფქველი, არაგრანულირებული ან გრანულირებული

    2306

    კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული მცენარეული ცხიმებისა ან ზეთების ამოღებისას, 2304 ან 2305 სასაქონლო პოზიციების ნარჩენების გარდა, დაფქული ან დაუფქველი, არაგრანულირებული ან გრანულირებული:

    2309

    ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტები: