1. ეს კანონი არეგულირებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სხვა სფეროებს, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომლობენ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან.
2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება იმ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის ან აღკვეთის მიზნით, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია მინიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. (ამოღებულია - 21.07.2018, №3261).
4. ეს კანონი არ არეგულირებს:
ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) ფარგლებში;
5. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ისეთი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, რომელთათვისაც აუცილებელია საქართველოს პროკურატურის ორგანოების ან საქართველოს საერთო სასამართლოების თანხმობა ან ნებართვა, ასეთი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხმობის ან ნებართვის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ამ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3261 – ვებგვერდი,30.07.2018
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.10.2013).
წინა რედაქცია (22.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სხვა სფეროებს, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომლობენ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან. 2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება იმ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის ან აღკვეთის მიზნით, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია მინიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ს(ამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ ქმედება, რომლისთვისაც მოთხოვნილია დახმარება, არის სისხლისსამართლებრივად დასჯადი როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, განეკუთვნება თუ არა აღნიშნული ქმედება საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით იმავე ან სხვა დანაშაულთა კატეგორიას ან გათვალისწინებულია თუ არა ამ კანონმდებლობებში მსგავსი სახელწოდებით- 21.07.2018, №3261). 4. ეს კანონი არ არეგულირებს: ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) ფარგლებში; ბ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს; გ) „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს. 5. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ისეთი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, რომელთათვისაც აუცილებელია საქართველოს პროკურატურის ორგანოების ან საქართველოს საერთო სასამართლოების თანხმობა ან ნებართვა, ასეთი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხმობის ან ნებართვის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სამ მუხლის მე-5 პუნქტით გართვალდაცვით სწინფებულ როში საემრთხვევაშორისო თანამშრომლობის შედეფარგლებში საზმიღვარგარეთბულის ქვეყ ინფორმაცის შესა ბამ ის სანფორმართალციის მიმწოდაებელი მცხავ რის კომპეტენტური ორგანოს თარნხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეწოდოს მტკიცებულების სახით, თუ ამის თაობაზე არ მომზადდება. სამქართლვებრლოს 2018 წლის 21 ივლი დახმარებსის კაღმნოჩენის შ №3261 – ვესახებ შუამდგომლობავერდი, 30.07.2018
საქართველოს კანონი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 2, №1441-Iს, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.017190 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2048477/muxli-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია