,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №814 |
|
2013 წლის 16 ოქტომბერი ქ.თბილისი |
„შენიშვნა: ამ პუნქტისა და სხვა შესაბამისი პუნქტების მიზნებისათვის, ტერმინში „სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანება“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებით იგულისხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართებით - შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება.“;
„24. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული, ამ დებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული, გამოუსადეგარ ან/და ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი ქონება ექვემდებარება ამ დებულების 24-28 პუნქტებით დადგენილი გამარტივებული წესით ჩამოწერას, თუ ამ ქონების ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი შემდგომში უშუალო ფუნქციონალური დანიშნულებით გამოყენება.
25. გამარტივებული წესით ჩამოწერას არ ექვემდებარება ქონება, თუ ამ დებულების 24 პუნქტით განსაზღვრული ქონების ჩამოწერის საფუძვლები წარმოადგენს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების შედეგს.
26. ამ დებულების 24 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გამარტივებული წესით ჩამოწერის დაწყების საფუძველია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე გამოცემული ბრძანება.
27. ამ დებულების 26 პუნქტით განსაზღვრული შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ქონების აღწერილობას, დასკვნას ამ ქონების ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შემდგომში უშუალო ფუნქციონალური დანიშნულებით გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე და ჩამოწერის შემდეგ ქონების გამოყენების წინადადებებს. შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
28. გადაწყვეტილება ამ დებულების 24 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გამარტივებული წესით ჩამოწერაზე ან ჩამოწერის უარის თქმის თაობაზე მიიღება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით.“;
„შენიშვნა: ტერმინში „ამისათვის უფლებამოსილი პირი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიმართებით იგულისხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელიც მატერიალური საშუალებების ჩამოწერის აქტებსა და საინსპექტორო მოწმობებს ამტკიცებს ბრძანებით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.“;
„შენიშვნა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით.“.
|