აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი |
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, განკარგულებით ქმნის 5 წევრისაგან შემდგარ საკონკურსო კომისიას. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იმავე ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე აქვეყნებს მრჩევლობის კანდიდატთა სიას.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ასარჩევად. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა.“.
გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. უმაღლესი საბჭო კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს ფრაქციებისა და დანარჩენი წევრების კვოტებით, თავდაპირველად აირჩევა კანდიდატი იმ დეპუტატების კვოტით, რომლებიც არ შედიან ფრაქციებში.
9. თუ მრჩევლობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ ახალ კანდიდატურებს.“.
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.“.
ჩაქვი, 17 ოქტომბერი 2013 წ. N72-უ.ს.შ.ს. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.10.2013.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 17.10.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №72-უ.ს.შ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 010240080.51.056.016022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №72-უ.ს.შ.ს., 17.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2049942/