თავი III — მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი
1. მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების (ინფორმაცია ან/და დოკუმენტი) ან ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ან/და დოკუმენტის საფუძველზე.
2. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
3. რეგისტრაციის საფუძვლად წარსადგენი მონაცემების წარდგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
4. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს პირის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია ან/და მის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების და მონაცემების ნამდვილობაზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (19.12.2008).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ბს-788(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
…საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია მხოლოდ დოკუმენტაციის უსაფრთხოებასა და ურთიერთშესაბამისობაზე. 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6, მე-11, მე-17 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მათ შორის, საკუთრების უფლების მოწმობა, სრულიად კანონიერად წარმოშობს თ.ს-ის მართლზომიერ…
საქმე №ბს-1097(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…და,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, 21-ე, 22-ე, 26-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2019 წლის №487 ბრძანებით დამტკიცებული,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ პირველ, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებები (28.10.2022 წლის №... და 08.02.2023 წლის №...)…
საქმე №ბს-677(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2023
…არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-17 მუხლის (რეგისტრაციის საფუძვლები) პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების…
საქმე №ას-833-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
…იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების…
…ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. 13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართაც მოთხოვნა უსაფუძვლო იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის,,თ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარე თავად არის უფლებამოსილი წარადგინოს სათანადო დოკუმენტები რეგისტრაციისათვის და, შესაბამისად, საჯარო…