საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების საანგარიშო შეხვედრასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№807
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 19/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №807

2007 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების საანგარიშო შეხვედრასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უზრუნველყოს მიმდინარე წლის 25 დეკემბერს „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ფარგლებში სპორტის სასახლეში საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების საანგარიშო შეხვედრასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ორგანიზება.

2.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადაში შეუფერხებელი  შესრულებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ შესყიდვა  განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე