პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სახის მომსახურებები:
ა) აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება, რომელიც გულისხმობს:
ა.ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირების აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტაციასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.ბ) ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების კონსულტაციასა და ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.გ) „ეპიდზედამხედველობის პროგრამის“ მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში გამოვლენილი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა მქონე პირების (კონფირმაციული კვლევის შედეგებით დადასტურებული შემთხვევების) აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციასა და ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.დ) ინექციური ნარკომანი პირების მოძიებას, აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციასა და სკრინინგული მეთოდებით ნებაყოფლობით გამოკვლევას;
ა.ე) B და C ჰეპატიტების მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციას, ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით და სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით;
ა.ვ) აივ-ინფექციაზე/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციას, ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით და სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით;
ა.ზ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯგუფების გარდა, ყველა სხვა აივ-ინფექციაზე/შიდსზე სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით.
ბ) აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით (გარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რომელიც გულისხმობს:
ბ.ა) პირველ და განმეორებით ვიზიტს;
ბ.ბ)ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობას, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
ბ.გ) ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას;
ბ.დ) ექიმის ვიზიტს პაციენტთან;
ბ.ე) C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგს;
ბ.ვ) ტუბერკულოზის იზონიაზიდით პროფილაქტიკური მკურნალობის განხორციელებას.
გ)აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობით (გარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რომელიც გულისხმობს:
გ.ა)შიდს-ინდიკატორული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
გ.ბ)აივ-ინფექციის/შიდსის თანმხლები დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობა