1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

2. პროგრამით გათვალისწინებული სამკურნალო ღონისძიებები არ მოიცავს პაციენტებისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შესყიდვას. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებლების მიერ უსასყიდლოდ.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ბიუჯეტით განსაზღვრული თანხისა.

5. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან, მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართი 8.1-ის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულების