1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი.
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები არიან ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში არსებული მიმწოდებლები.
3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ტესტსისტემების, რეაგენტებისა და სხვა სახარჯი მასალების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
6. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი.
7. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილ