მუხლი 3🔗

ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამები ამოქმედდეს ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, გარდა იმ პროგრამების/კომპონენტების/ქვეკომპონენტებისა, რომლის დაფინანსებაც ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით და საჭიროა შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენა/რეგისტრაცია. სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით დაფინანსებული პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2013 წლის 10 ნოემბერი, წინამდებარე დადგენილების მე-2 მუხლის პრინციპების გათვალისწინებით