1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიმღებია ცენტრში რეგისტრირებული დაწესებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინისა და შრატის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს.

4. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს ცენტრი, რეგიონალური/რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის  (შემდგომში-სჯდ)  ცენტრების მეშვეობით, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისათვის.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისათვის ცენტრი უზრუნველყოფს მიმწოდებელთა რეგისტრაციას, ვაქცინებისა და შრატების ლოჯისტიკას და ლოჯისტიკის დაგეგმარებას რეგიონალური/რაიონული სჯდ ცენტრების მეშვეობით.

6. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრ