1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის მუნიციპალური დონის სჯდ ცენტრისთვის 1 თვის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 595 ლარით, ამასთან მცხეთა-მთიანეთის სჯდ ცენტრი დამატებით მიიღებს 595 ლარის ოდენობით დაფინანსებას ახალგორის კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობაში მუნიციპალური ფუნქციის უზრუნველყოფისათვის.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებისა  და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფისათვის მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში რეგიონულ დონეზე არსებული სამსახურისთვის ამავე რეგიონში შემავალი სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტის სჯდ ცენტრების მონიტორინგის განხორციელებისათვის 1 თვეში ასანაზღაურებელი თანხა თითოეულ მუნიციპალიტეტზე განისაზღვრება 200 ლარით; აღნიშნულ რეგიონულ ფუნქციას სხვა რეგიონებში ასრულებელებენ ცენტრის რეგიონული სტრუქტურული ერთეულები.

3. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, ამასთან, მალარიის კერებში სკრინინგული კვლევის ერთეულის ღირებულება განსაზღვრულია 11,41 ლარით და მალარიის კერებში გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების ერთეული შრომა/დღის ღირებულება – 4 ლარი